ინტერიერის დიზაინერ ანი მაჭავარიანის რჩევები დილამშვიდობისა საქართველოს ეთერში:
პირველი ელემენტი რაც შეგვიძლია განვიხილოთ თანამდროვე დიზაინში, ეს არის ელექტრო ბუხარი. დეკორატიული ბუხარი მარტივი გადაწყვეტილებაა სტანდარტული ბუხრის შესაცვლელად და სიმყუდროვის შესაქმნელად. არსებობს ელექტრო ბუხრები, რომლებიც ვიზუალთან ერთად სითბოს და ხმასაც გამოსცემს. მისი არჩევისას უნდა მივაქციოთ ყურადღება რამდენ ვატზე მუშაობს და რამდენად რეალური ვიზუალი აქვს.
რა ტიპის განათება შეიძლება მივიჩნიოთ სწორად თანამედროვე დიზაინში?
თანამედროვ დიზაინში აქტუალურია მაგნიტური რელსები. ეს განათბა ჩვეულებრივისგან განსხვავდება რამდენიმე დეტალით: პირველი ის რომ მონტაჟი აუცილებლდ უნდა მოხდეს გიფსო-კარდონის ფილის აკვრის დროს, ის შენდებ გიფსოს ჭერში. ხოლო დროსელები და გადამყვანები, რომლებიც კუთხეებში ყენდება, უზრუნველყოფენ დენის მიწოდებას მთელ ხაზში. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ სანათი მოვათავსოთ სასურველ ადგილზე და სურვილის შემსთვევაში გადავაადგილოთ კიდეც.
ასევე ძალიან აქტუალურია კორეანის ფილები, ამ ფილებით დამზადებული ხელსაბანი და მისი ზედაპირი არის ერთი სისტემა. კორეანის ფილები მარტივად არ იკაწრება, უძლებს ზეწოლას და ტემპერატურის ცვალებადობას.
განსხვავებული დიზანის კიბე შეარჩიეთ ამ კონკრეტული ბინისთვის, მოგვიყევით მის შესახებ:
თანამედროვე სახლებში დიზაინერები უპირატესობას ვანიჭებთ რკინის კონსტრუქციით აგებულ კიბეებს, რადგან მისი გამოენებით სივრცის დაკარგვა ნაკლებად ხდება.
ასევე ვანიჭებთ უპირატესობას, შუშის მოაჯირებს, რომლის ადგილიც თავიდანვე უნდა იყოს გათვალისწინებული, რადგან არ დაიკარგოს საფეხურების სივრცე. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ საფეხურების, ანუ კიბის განათება. ამ კიბის უჯრედში გამოყენებულია საქართველოშ დამზადებული თაბაშირის ფილები.
ბოლო დროს თანამედროვე ინტერიერში ხშირად იყენებენ დამალულ კარს და მოლდინგებს, როგორ ფიქრომ რამ გამოიწვია ეს ყველაფერი?
დამალული კარის უპირატესობა, გარდა მისი დახვეწილი იერისა, არის ის რომ მასზე შეგიძლიათ გამოიყნოთ ნებისმიერი ტექსტურა მოლდიმგებიდან დაწყებული შპალერით დამთავრებული. სეე შეგიძლიათ გააკრათ ხის პანელბი, დავშპონოთ ან შეღებოთ.
დამალული კარის გაკეთებისას აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ მისის ჩარჩოს ჩასმა უნდა მოხდეს სამალიარო სამუშაოების დაწყებამდე, რათა ჩარჩო დაიმალოს გიფსო-კარდონში და შემდეგ შეილესოს. სწორედ ეს ქმის დამალულ იერს.
პოლიეტრერილონის მოლდინგები ჩვეულებრივი ქაფისგან სრულიად გასხვავდება. ის უძლებს წყალს, ყველანაირ ზეწოლას, კარგად იღებება და დიდხანს ინარჩუნებს პირვანდელ იერსახეს. ასევე, ხისგან განსხვავებით მისი დმუშავება ხდება იდეალურ დონებმდე.
დიდი მადლობა დილამშვიდობისა საქართველოს და ნინუცა როსტიაშვილს, რომ მოგვცეს საშუალება მათი მაყურებლისთვის გაგვეზიარებინა რამდენიმე რჩევა.