რა იქნება 2023 წელს ყველაზე მოთხოვნადი, მოდური და ტრენდული
„პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ 2023 წელს ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრიობაა. სასურველია ყველაფერი მინიმალისტური და პრაქტიკული იყოს. დიზაინი უნდა გვაჩვენებდეს ადამიანის საკუთარ თავთან და ბუნებასთან სიახლოვეს.
ეს პერიოდი რეორგანიზაციის, განახლების წელია, მოგონებების წარსულში დატოვებისა და ახლის შეძენის. მინიმალისტურ სტილთან და სიახლესთან ერთად შეგვიძლია ხანდახან წარსული მოგონებების სახით შემოვიდეს ვინტაჟური ნივთები , ოჯახის უძველესი ავეჯის ფრაგმენტები ან საერთოდაც მუსიკალური ინსტრუმენტები . ეს ყველაფერი სახლს უფრო მრავალფეროვანს , მყუდროს და განსაკუთვრებულ დატვირთვას შესძენს ჩვენთის. საბოლოო ჯამში წელს ტრენდული სკანდინავიური, მინიმალისტური, ქანთრი და ინდუსტრიული იქნება"
სტილი
"2023 წელს ყველაზე ტრენდული სკანდინავიური, მინიმალისტური, ქანთრი და ინდუსტრიული მიმართულებები იქნება."
"2023 წლის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი სახლის კომპნენტის არის ე.წ ‘’Smart House“-სი მისი მოხმარება გვიადილებს დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან ვმართოთ და ვაკონტროლოთ ბინა , რაც უსაფრთხოების და კომფორტის განცდას გვანიჭებს განსაკუთრებით დატვირთული იქნება განათებების მოხმარება , მისი უგულველყოფა ვერ მიგვაღწევინებს საუკეთესო შედეგს. ანათება აუცილებელია სრულყოფილი განწყობის შესაქმნელად .სწორედ ამიტომაც განათების არჩევა მნიშვნელოვანია და ამ ყველაფერში ჭკვიანი LED ნათურები დაგვეხმარება ფერის დარეგულირებასთან ერთად"
მასალა
"2023 წელს განსაკუთრებული ყურადღება მასალებს მიექცევა. ბუნებას დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენს ქაოტურ ყოველდღიურობაში. ასე რომ, ორგანული მასალები და დედამიწის ტონები ნაკლებად სავარაუდოა, რომ მალე მოძველებულად გამოიყურებოდეს. უნდა ველოდოთ უამრავ ხის და ბუნების შთაგონებულ ფერს"
"ასევე ბუნებრივი ქვები , მცენარეები , ქვა , ხე და ვინტაჟური აქსესუარები მნიშვნელოვანი მასალებია ჩვენს ინტერიერში . ამ წლებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მასალების ხარისხს რათა ბევრი მავნე ნივთიერების შემცველი მასალებია ბაზარზე , რასაც თავი უნდა ავარიდოთ ჩვენი ჯამრთელობისთვის"
ფერები
"მომავალი წლის წამყვანი ფერები შავი, ვერცხლისფერი, ლავანდისფერი, შინდისფერი, მწვანე, ნაცრისფერი, ყვითელი და ლურჯია. შესაბამისად, ინტერიერში სწორედ ამ ფერთა პალიტრის გამოყენებაა რეკომენდებული."
"Pantone-მა უკვე დაასახელა მომავალი წლის მთავარი ფერი როგორც ყოველი წლის ბოლოს მისი სახელწოდებაა VIVA MAGENTA , ბორდოსფერის და ლავანდისფერის ნაზავი"
"ზემოთ მოცემული ტენდენციების გათვალისწინება თქვენს ინტერიერს ნამდვილად ახალი შთაბეჭდილებებით, ემოციებითა და სიახლეებით აავსებს,” – ანი მაჭავარიანი
სრული სტატიის სანახავათ ეწვიეთ ბმულს: 2023 წლის ინტერიერის დიზაინის ტენდენციები
Example Text