Homeis.ge რუბრიკა : პროექტები საქართველოდან
ცხვარიჭამიაში მდებარე კერძო ვილის დიზაინი ანი მაჭავარიანს ეკუთვნის. ვილის საერთო ფართობი 310 მ2-ია. პროექტის მიზანი იყო, სრულად გათვალისწინებული ყოფილიყო დამკვეთის სურვილები, საჭიროებები და გემოვნება.
ვილის პირველი სართული მოიცავს დერეფანს, დიდ მისაღებ ოთახს, იზოლირებულ სამზარეულოს, სველ წერტილს, საუნის ოთახს, ტერასასა და გრილის ზონას. ტერასა ეზოსა და აუზის ტერიტორიას უერთდება. მეორე სართული, მფლობელის სურვილით, დერეფნის სისტემითაა დაპროექტებული და 6 საძინებელს მოიცავს, მათ შორის, 2 მთავარ საძინებელს და სველ წერტილს. ბუნებრივი სინათლე ამ სართულის ყველა ოთახში უხვად აღწევს.
ვილის დიზაინი ნეოკლასიკური სტილითაა შთაგონებული და ფუნქციურობითა და გემოვნებით გამოირჩევა. ამგვარი ინტერიერისთვის დამახასიათებელია მონოქრომული და ნეიტრალური ფერები, რომლებიც თბილ, მშვიდ ატმოსფეროს ქმნის.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სტატიაში HOMEIS.GE-ის გვერდზე.