ანი მაჭავარიანი "ზოდი"-ისთან ერთად მოგიყვებათ ბუნებრივი ქვის შესახებ
ბევრი ფიქრობს, რომ ბუნებრივი ქვების ინტერიერში და ექსტერიერში გამოყენების ტენდენცია ამ უკანასკნელთა გამძლეობას უკავშირდება. თუმცა, ალბათ იბადება კითხვა - არსებობს კი უფრო ძვირფასი და მშვენიერი მოსაპირკეთებელი მასალა ვიდრე ბუნებრივი ქვებია? დღეს რემონტომანიაში კიდევ ერთი დიზაინერის გამოცდილებას გაგიზიარებთ და გაგაცნობთ ზოდის ბუნებრივი ქვების საოცარ კოლექციას.
როდესაც ბუნებრივ ქვებზე ვსაუბრობთ პირველი ალბათ რაც გვახსენდება ონიქსია.
ონიქსი, შთამბეჭდავი, საოცარი ფაქტურებით ჯადოსნური სამყაროს ნაწილია. ონიქსის სტრუქტურა ამონათებით ულამაზესი შტრიხია ნებისმიერი დანიშნულებით იქნება ეს ბარის, აბაზანის ავეჯის, კედლის თუ დეკორაციის სახით.
მარმარილო - იდიალურია კიბის, ბუხრის, კედლის, იატაკის მოსაპირკეთებლად. მარმარილოს ფერები და ფაქტურები ბევრი დიზაინერის შთაგონების წყაროა და მისი პალიტრა ხშირად ხელოვნურ ზედაპირებშიც მეორდება.მარმარილოს და ონიქსს როგორც წესი ინტერიერში ვიყენებთ.
მათგან განსხვავებით ბუნებრივი გრანიტი ექსტერიერშიც იდეალურია და მისი გამოყენება კიდევ უფრო ხშირია სხვადასხვა დანიშნულებით.ბუნებრვი ქვების ჩამონათვალშია კირქვა, რომელსაც სულ უფრო მეტად იყენებენ თანამედროვე სახლებში.
ბუნებრივი ქვების კომბინაციით დიზაინერებს საშუალება გვაქვს შევქმნათ განსხვავებული ინტერიერი და ექსტერიერი, ნაკეთობები რომლის სტილი და ფაქტურა შეესაბამება დიზაინს, რომელსაც ვქმნით...
ბუნებრივი ქვების შთამბეჭდავი პალიტრის თავბრუდამხვევი არჩევანი ზოდში, ქვის ავტორიზებული საამქრო და ქვის საწარმო სადაც იქმნება საბოლოო პროდუქცია სასურველი დიზაინის მიხედვით გვიმარტივებს სამუშაო პროცესს.
მთავარი არ არის მხოლოდ იდეა და დიზაინი. უმნიშვნელოვანესია იდეის განხორციელება და ნაკეთობის შექმნა. ტექნოლოგიები, რომელსაც ზოდი იყენებს საბოლოო პროდუქციის შექმნის პროცესში ქართულ რეალობაში უალტერნატივოა, ამიტომაც კომფორტულია ერთ სივრცეში პროდუქტის და მომსახურების მიღება.როგორიც არ უნდა იყოს არქიტექტურა და დიზაინი - ალბათ შეუძლებელია ბუნებრივი ქვების ჩანაცვლება...ბუნებრივი ქვები, მარადიულია...